შემოგვიერთდით Facebook-ზე

პარტნიორები

ახალი ალტერნატიური სტრატეგია ლაზერული ტექნოლოგიების გამოყენებით
მინდა ხაზი გაუსვა და კიდევ ერთხელ ავხსნა პრაქტიკული მნიშვნელობა და უნიკალურობა იმ ნოვაციის, რომელსაც საფუძველი ეყრება კლინიკა "ჯანმრთელობის ცენტრში". ეს იქნება პირველი კლინიკა საქართველოში, სადაც მედიცინის ყველა მიმართულებით დანერგილიიქნება მკურნალობის და პროფილაქტიკის ახალი ალტერნატიური სტრატეგია ლაზერული ტექნოლოგიების გამოყენებით იმ მიზნით, რომ მკურნალობა გახდეს უფრო უსაფრთხო და წარმატებული, გართულებები იქნეს შემცირებული, კლინიკური ეფექტები სწრაფი და ხანგრძლივი. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება ეს თერაპია მედიკამენტური გართულებების პროფილაქტიკისათვის. დღეისათვის უკვე ფუნქციონირებს ლაზერქირურგია, ვარიკოზული ვენების ლაზერული კოაგულაცია, ლაზერქირურგიული დერმატოლოგიური და გინეკოლოგიური ოპერაციები და პროცედურები,მედიცინის სხვადასხვა მიმართულებით დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა დაბალინტენსიური ლაზერებით (800მდე ნოზოლოგია). იგეგმება ჰემანგიომების რთული ფორმების მკურნალობა ლაზერქირურგიული მეთოდით ყველა ასაკობრივ ჯგუფში და ა.შ. მნიშვნელოვანი იქნება ახალი ლაზერქირურგიული ესტეტიური მიმართულების ამუშავება, სადაც გათვალისწინებული იქნება კოსმეტიური პრობლემების სამედიცინო ასპექტები.