შემოგვიერთდით Facebook-ზე

პარტნიორები

ლაზერული მედიცინის სამსახური
ფარმაცევტული ინდუსტრია მსოფლიო ბიზნესის ერთ ერთი ლიდერია. მისი წლიური ბრუნვა შეადგენს 900 მილიარდ დოლარამდე. დღეისათვის ძალზე აქტუალურია მედიკამენტური გართულებები - მედიკამენტური თერაპიით გამოწვეული სიკვდილიანობა უკვე მე-5 ადგილს იკავებს. თანდათან ძლიერდება მკურნალობის ალტერნატიური მიმართულება - ლაზერული მედიცინა, სადაც გამოიყენება სხვადასხვა სიმძლავრისა და სიხშირის ლაზერული სხივი. მათი მრავალფეროვნებით მიიღწევა ბრწყინვალე კლინიკური შედეგების პალიტრა, მრავალი მათგანი ექსკლუზიურია. ამავე დროს ლაზერის გამოყენება სწორი მეთოდოლოგიით აბსოლუტურად უვნებელია და უსაფრთხო. დღეისათვის აღიარებულია ლაზერული მედიცინის მაღალი კონკურენტუნარიანობა კონსერვატიული და ქირურგიული მეთოდების მიმართ.
კლინიკა "ჯანმრთელობის ცენტრი"-ს ბაზაზე დაარსებულია ლაზერული მედიცინის სამსახური, სადაც წარმატებულად ინერგება ქირურგიული და თერაპიული ლაზერული ტექნოლოგიები
თერაპიაში, დერმატოლოგიაში, ქირურგიაში, ანგიოლოგიაში, ოფტალმოლოგიაში და სხვა დარგებში, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კლინიკურ შედეგებს. ერთერთ ბოლო მიღწევას წარმოადგენს ლაზერული ფლებოლოგია, სადაც დანის და ნარკოზის გარეშე სრულდება დაავადებული ვენების ლიკვიდაცია, წამლების გარეშე იკურნება ამ დაავადებების გართულებები და სრულფასოვნად მიიღწევა პროგრესირების შეჩერება.