ესთეტიკური მედიცინის ცენტრი
რინოპლასტიკა(ცხვირის კორექცია) ყველაზე მოთხოვნადი ოპერაციაა საქართველოს პლასტიკურ ქირურგიაში. ესთეტიკურ მედიცინაში არსებობს ცნება "კავკასიური ცხვირი" - დამახასიათებელი კეხით და დაშვებული ცხვირის წვერით. სწორედ ამ ფორმების მფლობელები ვართ ქართველები, რაც ხშირად არც მოგვწონს და არც გვეამაყება. უფრო მეტიც, მთელ რიგ კომპლექსებს გვიჩენს. ამიტომ ცხვირის ოპერაცია, ზოგჯერ სასიცოცხლო მნიშვნელობასაც კი იძენს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი ბედი პლასტიკური ქირურგის პროფესიონალიზმზე ჰკიდია.
„ჯანმრთელობის ცენტრი’’ თავის პაციენტებს გამორჩეულ სერვისს სთავაზობს. პლატიკოსი ქირურგი სიმონ მუმლაძე, ამასთან ერთად, პროფესიონალი მოქანდაკეცაა, რაც მას ოპერაციის დროს ფორმების შექმნაში ეხმარება. სიმონ მუმლაძე ოპერაციის დაწყებამდე პაციენტს უხატავს მისი ცხვირის ყველა შესაძლო ვარიანტს და მასთან ერთად არჩევს სასურველ ფორმას. ამ დროს იგი პაციენტის ფსიქოლოგიასაც აკვირდება და ცხვირის ფორმის შერჩევისას მის ხასიათსაც ითვალისწინებს.
ბატონი სიმონი ასევე გაგიკეთებთ მომავალი ცხვირის კომპიუტერულ მოდელირებას ყველა რაკურსში, რის მიხედვითაც სრული წარმოდგენა შეგექმნებათ, როგორი იქნება თქვენი ცხვირი და ამ ყველაფერის პროფესიონურად შესრულებაში ქირურგს ის ფაქტიც ეხმარება, რომ ის ცაციაა და ორივე ხელს ერთნაირად ხმარობს. მსოფლიო მედიცინამ სულ რამდენიმე ქირურგის სახელი იცის, რომლებიც პროფესიონალი მოქანდაკეები არიან. როგორც ვხედავთ, ამის პრეცედენტი საქართველოშიცაა. სიმონ მუმლაძე, პლასტიკური ქირურგი: -„ჯანმრთელობის ცენტრში“ კეთდება, როგორც ფუნქციური, ასევე ესთეტიკური რინოპლასტიკა. ფუნქციური რინოპლასტიკა - ტრავმის შედეგად მიღებული ცხვირის ძგიდის გამრუდების და ცხვირის დეფორმაციის შემთხვევაში კეთდება და ცხვირის სუნთქვის ფუნქციის სრულყოფილ აღდგენას გულისხმობს. ცხვირით სუნთქვის ფუნქციის დარღვევა ორგანიზმში ჟანგბადის მიწოდებას აფერხებს და სხვადასხვა დაავადებების წყაროდ შეიძლება იქცეს. ფუნქციურთან ერთად, შესაძლოა, გაკეთდეს ესთეტიკური პლასტიკაც. ცხვირის ოპერაცია კეთდება ღია და დახურული მეთოდით. დახურული მეთოდი 60-იანი წლების სიტყვაა, როცა შიგა განაკვეთებით ხდებოდა კორექცია. ხოლო ღია მეთოდი გვაძლევს საშუალებას, თვალის ვიზუალური კონტროლით დავხვეწოთ ფორმები და უფრო სრულყოფილი ესთეტიკური ფორმა მივიღოთ. ჩვენი პრიორიტეტია ოპერაცია ღია მეთოდით. პაციენტი 1 ღამით რჩება კლინიკაში და შემდეგ გადადის ამბულატორიულ მკურნალობაზე. მე-6 დღეს ვუცვლით თაბაშირს და ვიღებთ ტამპონს, რომელიც გარედან რეზინისაა და მისი გამოღება ტკივილს არ იწვევს, ესეც ჩვენი ექსკლუზივია. თაბაშირის ხელახლა დადებისას ვაკეთებთ განმეორებით ფორმირებას და თუ რამეა დასახვეწი, საბოლოო ფორმას ვაძლევთ. ჩვენს კლინიკაში რინოპლასტიკა ზოგადი ნარკოზის ქვეშ კეთდება, რაც გულისხმობს, იმას, რომ პაციენტს სძინავს და არავითარ ტკივილსა და დისკომფორტს არ განიცდის. სტატისტიკურად, ცხვირის საკორექციოდ მოსულ პაციენტებს შორის ყოველი მე-4-მე-5 მამაკაცია. ისინი უფრო ხშირად სუნთქვის დარღვეული ფუნქციის აღდგენის მიზნით მოდიან, მაგრამ, ამავდროულად შეუძლიათ ცხვირის ფორმის კორექციაც. მამაკაცებსაც არანაკლებ აწუხებთ ეს ნაკლი და ამ ოპერაციით მათი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაც ხდება. ცხვირის კორექციისათვის საოპერაციო ასაკი გოგონებში 16 წლიდან იწყება, ვაჟებში – 18-დან, როცა სახის ფორმები ჩამოყალიბებულია. რასაკვირველია, ამ ოპერაციის გაკეთება ყველა ასაკში შესაძლებელია, მაგრამ სჯობს, ახალგაზრდულ ასაკშივე გაკეთდეს, ვინაიდან 40-45 წლის შემდეგ ადამიანს ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია უჭირს. ხშირად გვიწევს მეორადი (სხვაგან წარუმატებლად გაკეთებული რინოპლასტიკის გადაკეთება) რინოპლასტიკის გაკეთება. ეს კიდევ უფრო რთული ოპერაციაა და მეტ პასუხისმგებლობას და პროფესიონალიზმს მოითხოვს. არის შმთხვევები, როცა ძგიდეზე სუნთქვის ფუნქციის აღდგენის ოპერაციის დროს, ცხვირი დეფორმაციას განიცდის, ვითარდება ე.წ. უნაგირა დეფორმაცია, რომლის კორექციასაც ჩვენ ნეკნის ხრტილის გადანერგვით ვახდენთ.
ბეჭდვა